რეგიონალური არხები
ტელეარხი 25 — ქართული ტელეკომპანიაა. იგი 1993 წლის 15 ივნისს დაარსდა. მისი მაუწყებლობის არეალი მოიცავს ქალაქ ბათუმს, ქობულეთს, ხელვაჩაურს, ოზურგეთის რაიონის ნაწილს და ზღვისპირა ზოლს სარფიდან ქალაქ ფოთამდე.
თავისი მაუწყებლობა ტელევიზიამ საყოფაცხოვრებო ტექნიკით დაიწყო. თუმცა, საქართველოს სატელევიზიო ქსელისა და არასამთავრობო ფონდების დახმარების შედეგად, 1995— 1996 წლებში „ტელეარხი 25“ საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო რეგიონალურ ტელეკომპანიად ჩამოყალიბდა. თუმცა, აჭარაში მოქმედი ასლან აბაშიძის ავტოკრატიული რეჟიმის გამო, ტელეკომპანიას არაერთხელ მოსვლია რეგიონულ მთავრობასთან უსიამოვნება. „აჭარის ხელისუფლების მრავალწლიანი მცდელობა, დამფუძნებლებისათვის წაერთვა ტელევიზიის მართვის სადავეები, მუდამ უშედეგოდ მთავრდებოდა.“ — წერია ტელეკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
სწორედ ამიტომ, 2000 წლის 19 თებერვალს აჭარის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა „ტელეარხი 25“-ის ხელმძღვანელებს ძალით გააჩუქებინეს ტელეკომპანიის აქციათა საკონტროლო პაკეტი, რის შემდეგაც ტელევიზია უშუალოდ ასლან აბაშიძის მფლობელობაში გადავიდა.მრავალწლიანი სასამართლო დავა მხოლოდ აჭარის ხავერდოვანმა რევოლუციამ დაასრულა, როცა ბათუმიდან თბილისში იძულებით გადასახლებულმა დამფუძნებლებმა 4 წლის წინ წართმეული ქონება უკან დაიბრუნეს.
თორმეტწლიანი არსებობის მანძილზე, ტელევიზიაში განხორციელდა არაერთი საინტერესო ტელე-პროექტი. მათ შორის: საინფორმაციო პროგრამა „ახალი ამბები“, ანალიტიკური თოქ-შოუ „მრავალწერტილი“, გადაცემა „ხელოვანთა გალერეა“, მრავალსერიანი დოკუმენტური ფილმი „საქართველოს ისტორიის ქრონიკები“, ტელესერიალი „ყავახანა“ და სხვა. 2006 წლის ზაფხულში „ტელეარხ 25“ ის ეთერში გადიოდა სტუდენტური გადაცემა "ობიექტივი", რომელზეც ბათუმის უმაღლესი სასწვლებლების ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები მუშაობდნენ. პროექტს "კანადის საერთაშორისო განვითარების ფონდი" აფინანსებდა.
ამჟამად „ტელეარხი 25“ აღჭურვილია უახლესი ციფრული აპარატურით. ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოსა“ და IREX-ის თბილისის ოფისის მიერ ტელევიზიას გრანტის სახით გადაეცა ახალი ტექნიკა. მზადდება ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამა „მაცნე“, რომელიც აჭარაში მიმდინარე მოვლენებს მიმოიხილავს. მზადდება ყოველდღიური საბავშვო გადაცემა.
აჭარის ტელერადიო დეპარტამენტი1987 წელს შეიქმნა, მისი პირველი გადაცემა 4 ნოემბერს გავიდა ეთერში. 1999 წლიდან "აჭარის ტელევიზია" თანამგზავრზე მაუწყებლობს. ამ მხრივ ის ერთადერთი
რეგიონალური არხია საქართველოში.
არხის პრიორიტეტი საინფორმაციო სამსახურია, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ქვეყნისა და რეგიონის ახალ ამბებს ასახვას.
1999 წლის შემდეგ აჭარის ტელევიზიის დაფარვის ზონა მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტზე ვრცელდება.
უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის დღემდე ერთ-ერთი ქართული მაუწყებელია.
2011 წელს ტელევიზიას 24 წელი შეუსრულდა.
აჭარის ტელერადიო დეპარტამენტში 229 თანამშრომელი მუშაობს.
2007 წლის ივნისში შეიცვალა აჭარის ტელევიზიის ეთერი – შეფუთვა, დიზაინი, ლოგოტიპი, პროგრამები, სტუდიები, ვებ-გვერდი და სამაუწყებლო ბადე…
როგორც თავად ტელევიზიაში იუწყებიან, არხზე გადის საავტორო გადაცემები, რომელიც მაყურებელმა შეიყვარა, არხზე გასული კონოპროდუქცია ლიცენზირებულია.
ტელევიზიაში მუდმივად ციკლში მიმდინარეობს მუშაობა არხის საქმიანობის გაუმჯობესებაზე

No comments:
Post a Comment