Monday, May 2, 2011



ვიდეო ვებ-გვერდი






YouTube— ვიდეო ვებ-გვერდი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ატვირთონ და გაუზიარონ ერთმანეთს ვიდეოკლიპები. 2005 წლის თებერვალში, PayPal -ის სამმა ყოფილმა თანამშრომელმა შექმნა იუთუბი, ხოლო2006 წლის ნოემბერში google- შეიძინა იგი  და დღესდღეობით მუშაობს როგორც google დაქვემდებარებული კომპანია. კომპანია დაფუძნდა სან ბრუნოში, კალიფორნიაში და იყენებს Adobe Flash Plaier და HTML5 ტექნოლოგიას მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული მრავალფეროვანი ვიდეომასალის გადმოსაცემად, მათ შორის: კინო და სატელევიზიო კლიპები, მუსიკალური კლიპები, ასევე სამოყვარულო მასალები, როგორებიცაა ვიდეო ბლოგირება და მოკლე ორიგინალური ვიდეოები. იუთუბზე ყველაზე მეტ მასალას ტვირთავენ ცალკე პიროვნებები.
2008 წლის ივლისში,გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის  კულტურისა და მედიის კომიტეტმა განაცხადა, რომმოხიბლული არ იყოიუთუბის მასალის-კონტროლის სისტემით და რომშინაარსის წინასწარი გადახედვა სტანდარტულ პრაქტიკად უნდა იქცეს იმგვარი საიტებისთვის, რომლებიც მომხმარებლის მიერ შექმნილ მასალას ათავსებენ.“ იუთუბი ამ განცხადებას შემდეგით გამოეხმაურა: „ჩვენ გვაქვს მკაცრი წესები საიტზე დაშვებულ მასალაზე და სისტემა საშუალებას აძლევს ყველას შეუფერებელი მასალის ნახვისას, შეატყობინოს 24/7 გადახევდის გუნდს და მოახდინოს რეაგირება მყისიერად. ჩვენ ვასწავლით ჩვენს საზოგადოებას წესებს და ვათავსებთ პირდაპირ ბმულებს იუთუბის ყველა გვერდიდან, მომხმარებლებისთვის ამ პროცესის მაქსიმალურად გასაადვილებლად. ჩვენ საიტზე ატვირთული მასალის მოცულობის გათვალისწინებით, ვფიქრობთ ეს არის ყველაზე ეფექტური გზა იმ მცირე ოდენობის ვიდეოების წაშლის უზრუნველსაყოფად, რომლებიც წესებს არღვევენ.“

No comments:

Post a Comment