Monday, May 2, 2011


ქართული ინტერნეტ ტელევიზიები

    internet televizia satelevizio momsaxurebis internetiT miwodebas gulisxmobs. is aerTianebs 2 tipis televizias :
1) tradiciuli satelevizio arxebis asli;
2) TviTon qmnis satelevizio produqts.
Tumca xSirad gvxvdeba iseTi saxis momsaxureba romelic aerTianebs orive zemoT aRniSnuls. imasTan dakavSirebiT Tu romelia pirveli qarTuli internet televizia azrTa sxvadasxvaoba arsebobs.
   gevision.ge  miiCnevs rom is pirveli internet televiziaa, igive pretenzia aqvT itv.ge da  kolkha.org-sac.



     kolkha.org კოლხური კულტურის საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით შეიქმნა და ეთერში 2007 წლის ბოლოს გავიდა. ტელევიზია ლაზური დიალექტის გადარჩენის მიზნით, ლაზურ ენაზე ლაზებისთვის მაუწყებლობდა. ამ დროისთვის საიტზე განახლებები არ არის, როგორც ჩანს, ტელევიზია აქტიურად 2007-2008 წელს მუშაობდა. გარდა სიუჟეტებისა, საიტზე ლაზურ დიალექტზე თარგმნილი ფილმები და მუსიკაა განთავსებული.
gevision.tv ტელეკომპანია "იმედიდან" წამოსულმა ჟურნალისტებმა 2007 წლის 8 ნოემბერს შექმნეს. ტელევიზია ექსკლუზიურ მასალაზე იყო ორიენტირებული. საიტის ადმინისტრაციას 24 საათიანი მაუწყებლობის სურვილი ჰქონდა, თუმცა ტელევიზიამ მუშაობა  2009 წლის 28 დეკემბერს, უსახსრობის გამო, შეაჩერა.
itv.ge შეიძლება ითქვას, ყველაზე წარმატებული ქართული ინტერნეტ ტელევიზიაა. ის 2009 წლის 31 მარტიდან ფუნქციონირებს. itv.ge „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის” ნაწილია, რომლის შემადგენლობაში შედის www.presa.ge და www.bp.ge. 
tetrebi.org პირველი ქართული ინტერნეტ ტელევიზიაა, რომელიც პოლიტიკურ პარტიას ეკუთვნის. ის სულ ახლახან, 12 ოქტომბერს შეიქმნა თემურ შაშიაშვილის პარტიის "თეთრი მოძრაობის" მიერ. როგორც საიტზეა აღნიშნული, ტელევიზიის შექმნის მიზეზი ქვეყანაში არსებულმა სიტყვის თავისუფლების არქონა გახდა.

No comments:

Post a Comment