Thursday, May 5, 2011

რეიტინგული უცხოური ტელევიზიების ვებგვერდები


  am blogSi mimovixiloT sami cnobili ucxouri televiziis vebgverdi. esenia : 


,,BBC''-The British Broadcasting Corporation- ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია, მსოფლიოში უმსხვილესი სამაუწყებლო კორპორაცია 26.000 თანამშრომლით მხოლოდ დიდ ბრიტანეთში და £4 მილიარდი წლიური ბიუჯეტით. შტაბ-ბინა მდებარეობს ლონდონში, დიდი ბრიტანეთი. დაარსდა 1922 წელს, როგორც შპს ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია.  ტელეკომპანიis vebgverdis პირველ გვერდზე გამოტანილია დღის მნიშვნელოვანი თემები. მას აგრეთვე კატეგორიებად აქვს დაყოფილი სხვადასხვა თემები, მაგ: სპორტი, ახალი ამბები, ამინდი, მოგზაურობა და ა.შ. ამ ვებ გვერდს აგრეთვე აქვს სხვადასხვა ენებზე კითხვის საშუალება, რაც ძალიან მოსახერხებელია. ახალ ამბებს ძალიან ხშირად ანახლებენ. მათ აგრეთვე აქვთ ტოპ ათეული აქტუალური, ახალი ამბებისა. ჩემი აზრით, ,,BBC''-ის ვებ გვერდი სრულყოფილია, იქ შეიძლება ნახო ნებისმიერი ინფორმაცია, ძალიან მარტივად.


    CNN – The Cable News Network-  ამერიკული ტელეკომპანია ახალი ამბების 24 საათიანი მაუწყებლობით (შტაბ-ბინა . ატლანტაში, ევროპული სათაო ოფისი . ლონდონში). დააარსა ტედ ტერნერმა 1980 წელს. მსოფლიოს ეს უმსხვილესი საინფორმაციო კომპანია მოიცავს 14 სხვადასხვა საკაბელო და თანამგზავრულ არხს, 2 რადიოსადგურს, 6 ინტერნეტსაიტს და 40–მდე საზღვარგარეთულ ბიუროს. ახალ ამბებს სიენენი გადასცემს 38 კოსმოსური თანამგზავრის სიგნალების საშუალებით, რომელთა ხილვაც შესაძლებელია 1,5 მილიარდი მაყურებლისთვის მსოფლიოს 212 ქვეყანასა და ტერიტორიაზე. სიენენმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც 1911  წელს პირდაპირ რეპორტაჟებს გადასცემდა სპარსეთის ყურეში მიმდინარე საომარი ოპერაციებიდან. ტელეკომპანია ,,CNN''-ის ვებ გვერდი თითქმის იდენტურია ,,BBC''-ის ვებ გვერდისა, იგივე ფერებია გამოყენებული, მასაც აქვს კატეგორიებად დაყოფილი თემები. მისი გაცნობა მხოლოდ ინგლისურ ენაზეა შესაძლებელი. ახალი ამბები ხშირად ახლდება,  ,,BBC''-სა და ,,CNN''-ის ვებ გვერდებს შორის არის უმნიშვნელო  განსხვავებები, თუმცა ისინი ძალიან მსგავსია.  


  ტელეკომპანია ,,Discovery''-ის ვებ გვერდის დიზაინი სადაა, თვალისთვის კარგად აღსაქმელი, კატეგორიებად არის დაყოფილი, მასში ადვილია ინფორმაციის მოძიება, აქვს პროგრამა, ცალკე გამოყოფილია პოპულარული ვიდეოები. Tumca  ,,Discovery'' თემატურად განსხვავდება  ,,BBC''-სა და  ,,CNN''-ისგან, ის ძალიან საინტერესო და შემეცნებითი არხია da Cems sayvarel televiziebs Soris erT-erTi pirveli adgili Uukavia.
     
         უცხოურ ვებგვერდებზე ახალი ამბების გარდა გვხვდება ანალიტიკური და მიმოხილვითი სტატიები, ქართულ ვებგვერდებზე სამწუხაროდ ასეთი ტიპის სტატიები საერთოდ არ არის. კიდევ ერთი უპირატესობა, რომელიც უცხოურ ვებგვერდებზე აღმოვაჩინეთ იყო მნიშვნელოვანი მოვლენებისათვის ცალკე გამოყოფილი განყოფილება. მაგალითად, თუ იაპონიის მიწისძვრის შესახებ ინფორმაციის მოძიება გსურთ, სიენენის საიტზე ცალკე განყოფილებაა, რომელშიც ერთად არის თავმოყრილი იაპონიაში მომხდარი მნიშვნელოვანი ახალი ამბები და სხვა საინტერესო მასალები. საძიებო სისტემაც უფრო დახვეწილი და სრულყოფილია, რაც მომხმარებლისათვის უფრო მოხერხებულ სერვისს გულისხმობს.           

No comments:

Post a Comment