კლოდ ოსკარ მონე (დ. 14 ნოემბერი, 1840, — გ. 5 დეკემბერი, 1926) — ფრანგული იმპრესიონისტული ფეწერის დამფუძნებელი. ტერმინი „იმპრესიონიზმი“ (იმპრესიონ ფრანგულად შთაბეჭდილებას ნიშნავს) ემყარება მის ტილოს „შთაბეჭდილება, მზის ამოსვილა“
მონე დაიბადა 1840 წლის 14 ნოემბერს, პარიზში და ის ოსკარის სახელით მოუნათლავთ. 1846 წელს მამამისი მთელ ოჯახთან ერთად გადავიდა ჰავრში.
ოსკარი ბავშვობიდანვე კარგად ხატავდა, 17 წლის ასაკში მის კარიკატურებს ეჟენ ბუდენი თავის საკანცელარიო ნაწარმთა სავაჭრო ჯიხურში ფენდა. ბუდენმა მაშინვე შეიცნო მომავალი დიდი მხატვარი. მან მონეს შეაგრძნობიდა პლენერის მთელი სიდიადე. ბუდემნა ოსკარს გააცნო გუსტავ კურბე, იოკინდი, დობინი, რომელთა რეალისტურმა შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა მასზე. ბუდენმა დაარწმუნა მონე, რომ ფერწერა მისი ჭეშმარიტი მოწოდება იყო. მონეც დარწუმნა ამასში, თუმცა თავიდან მის სურვილს ეწინააღმდეგებოდნენ მშობლელი. ბოლოს მონემ დაჯინებული თხოვნით დაითანხმა მშობლელი და მათ ის ცოტახნით პარიზში, მხატვრულ სამყაროსთან გასაცნობად, გაუშვეს. მაგრამ პარიზმა ის დიდი ხნით დაიტოვა. პირობის დარღვევის გამო მამამისმა შუწყვიტა ფინანსური დახმარება და მონე იძულებული გახდა მამიდის მიერ შემოთავაზებულ მწირე დახმარებას დასჯერებოდა. ახალი დამოუკიდებელი ცხოვრების აღსანიშნად, მონემ ნათლობის სახელი, ოსკარი უარყო და კლოდი დაირქვა.
1860 წელს მონემ ალჟირში სამხედრო სამსახური მოიხადა. მსახურობის პერიოდში ის აკეთებდა პატარა ჩანახატებს. ხოლო სამხედრო მსახურობის მოხდის თანავე ის იწყებს პლენერზე, ბუდენის წრის მხატვრებთან ერთად, მუშაობას.1862 წელს ბუდენის სარეკომენდაციო წერილის წყალობით მონე სუისის აკადემიაში მოეწყო. იქ მან გაიცნო კამილ პისარო და პოლ სეზანი. პისარო და მონე დაუკავშირდნენ მხატვართა და მწერალთა თავშეყრის ადგილებს, სისტემატიურად დადიოდნენ ლუვრში, სამატვრო გალერეაში.
ამავე 1862 წელს მონე მოეწყო გრელის სახელოსნოში, პარიზში, სადაც დაუმეგობრდა ფრედერიკ ბაზილს, ოგიუსტ რენუარსა და ალფრედ სისლეის. აქ მან გამოხატა პირველი პროტესტი შაბლონური აკადემიური სწავლების მიმართ. 1864 წელს გლეირის სახელოსნო დაიხურა კიდეც. მონე მეგობრებთან ერთად ბარბიზონის მახლობლად, სოფელ შაიოში დადიოდა პლენერზე ეწუდების საწერად. შაიოშივე თავიდან ბოლომდე პლენერზე დაამთავრა თავისი პირველი დიდი სურათი „საუზმე მდელოზე“. ამ დიდ ფიგურულ კომპოზიციას ჩვენამდე არ მოუღწევია. ის ჯერ შაიოში იყო დაგირავებული რამდენიმე ხნით, ბინის მეპატრონესთან, რომლის ქირასაც მონე ვერ იხდიდა. ხოლო როცა მისი გამოსყიდვა შეძლო, ნაწილობრივ კუბეს შენიშვნები და უფრო თვითკრიტიკული დამოკიდებულების გამო, მან სურათი სამ ნაწილად დაჰყო.
ამავე 1862 წელს მონე მოეწყო გრელის სახელოსნოში, პარიზში, სადაც დაუმეგობრდა ფრედერიკ ბაზილს, ოგიუსტ რენუარსა და ალფრედ სისლეის. აქ მან გამოხატა პირველი პროტესტი შაბლონური აკადემიური სწავლების მიმართ. 1864 წელს გლეირის სახელოსნო დაიხურა კიდეც. მონე მეგობრებთან ერთად ბარბიზონის მახლობლად, სოფელ შაიოში დადიოდა პლენერზე ეწუდების საწერად. შაიოშივე თავიდან ბოლომდე პლენერზე დაამთავრა თავისი პირველი დიდი სურათი „საუზმე მდელოზე“. ამ დიდ ფიგურულ კომპოზიციას ჩვენამდე არ მოუღწევია. ის ჯერ შაიოში იყო დაგირავებული რამდენიმე ხნით, ბინის მეპატრონესთან, რომლის ქირასაც მონე ვერ იხდიდა. ხოლო როცა მისი გამოსყიდვა შეძლო, ნაწილობრივ კუბეს შენიშვნები და უფრო თვითკრიტიკული დამოკიდებულების გამო, მან სურათი სამ ნაწილად დაჰყო.
1866 წელს სალონში მონემ წარადგინა პორტრეტი „ქალი მწვანეში“ (იგივე „კამილა“), სადაც მონეს მომავალი მეუღლე, კამილა დონისე იყო გამოსახული. ეს სურათი სალონმა მიიღო და მისი სახელი ცნობილი გახდა. ამის შემდეგ კიდევ უფრო გაბედული ხასიათი მიეღო მის ექსპერიმენტებს. მან შექმნა ექსპერიმენტული ხასიათის „სერიები“ ანუ ერთი და იმავე მოტივების უამრავი ფერწერული ვარიაცები.
საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს (1870—1871 წწ.) მონე ცხოვრობს ლონდონში. აქ მან გაიცნო სურათებით მოვაჭრე და დიდი ავტორიტეტი ხელოვნებაში პოლ დურან-რიუელი. მან გადაწყვიტა რამდენიმე ფრანგი ფერმწერის ნიმუშებით დაენტერესებინა ლონდონელები. ამას წარმატება არ მოჰყოლია, პირიქით ტილო რომელზედაც ტემზისა და პარლამენტის შენობა იყო აღწერილი და მონეს ეკუვნოდა აღშფოთება გამოიწვია. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ცა და ნისლი მეწამურ-ვარდისფერი არ არსებობს და სწორედ ეს კრიტიკოსები დარჩნენ სახტად, როდესაც გამოფენის შემდგომ ნისლიც და ცაც ზუსტად ისეთივე მეწამურ-ვარდისფერი იყო, როგორც მონეს სურათზე. ამის შმდეგ მონეს „ლონდონული ნისლის შემქმნელიც“ კი უწოდეს.
პარიზში დაბრუნების შემდეგ მონე დაუმეგობრდა ედუარდ მანეს. მონეს ძალიან უყვარდა გებუას კაფე, რომელსაც „მანეს აკადემიასაც“ უწოდებდნენ.1874 წლის 15 აპრილის ცნობილ გამოფენაზე მონე იმპრესიონიზმის სახელით მონათლულ ახალი მოძრაობის თავკაცად აღიარეს. (მზის ამოსვლა, შთაბეჭდილება
ამ პერიოდში მან შექმნა ისეთი შდევრები როგორიცაა: „სენ ლაზარის სადგური“ (ამ სადგურის მთელი სერიები) და „მონტეგრეის ქუჩა“. რაც უფრო მკვეთრად ვლინდებოდა მისი ნოვატორული თვისებები, მით უფრო გარკვეულად მიემართებოდა მისი გზა ოფიციალური სალონიდან განკიცხულთა სალონისკენ. სალონმა უარყო მონეს მიერ შექმნილი ტილო „ქალები ბაღში“. ამ პერიოდში მონეს სურათები თითქმის არ იყიდებოდა, სიდუღჭირის გამო მხატვარი მიდის იქ სადაც იოლია ცხოვრება: არჟანში (1873—1878 წწ.), ვეტეიში (1879—1881 წწ.) და შემდეგ პუაში (1882 წ.). ამ პერიოდში მძიმედ დაავადდა მისი ცოლი კამილა. სიდუღჭირის გამო მოუკვდათ მეორე შვილიც. დანარჩენ შვილებზე ზრუნვა ხელში აიღო ალისა გოშედემ, რომლის სახლშიც ჰქონდა დაქირავებული ბინა მონეს. შემდგომში ალისა მონემ ცოლად მოიყვანა.
1883 წლიდან მონე ცხოვრობს ჟივერნში. მიუხედავათ გაჭირვებისა (რომლის გამო მან თვითმკვლელობაც კი სცადა), მისი მეგობრების დახმარებით, ის მაინც ახერხებს მოგზაურობას საფრანგეთშიც და საზღვარგარეთაც: ჰოლანდია, ნორვეგია, ინგლისი, ვენეცია.
1880-იანი წლების ბოლოს მონეს სურათებმა კვლავ მიიპყრეს საზოგადოებისა და კრიტიკოსების ყურადღება. აღიარებამ, მხატვარს მოუტანა ეკონომიკური უზრუნველყოფა. ის აშენებს სახლს და სახელოსნოს ჟივერნში, და ასევე შესანიშნავ ბაღს ხელოვნური გუბირებით. ამ პერიოდში მონე ქმნის პეიზაჟების მთელ სერიას, სადაც ამუშავებს სინათლის ეფექტებს. 1890 წელს ის ქმნის სერიას „თვისი ზვინები“, „რუანის ტაძრის ხედები“. მან 14 დეკორატიული პანი შქმნა, რომელიც მიუძღვნა თავის გუბურებს.
მზის მაღმერთებელ მონეს სიცოცხლის მიწურულს კატარაქტა დაემართა და თითქმის ვერ ხედავდა. დიდი თხოვნის შედეგად მას ოპერაცია გაუკეთეს. მონეს ფუნჯი არ გაუგდია ხელიდან არც მძიმე მოხუცებულობაში. მისთვის სიცოცხლე არ არსებობდა შრომის გარეშე. 1926 წლის 6 დეკემბერს 86 წლის კლოდ ოსკარ მონე გარდაიცვალა, იგი დაკრძალეს ჟივერნში.